ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ხელოვნების სკოლის წარმატებული მოსწავლეების, ჯგუფების, ანსამბლების აკადემიური გუნდის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც შესრულდა საფორტეპიანო, საესტრადო, საგუნდო და ფოლკლორული ნაწარმოებები.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, რესპუბლიკური, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალების გამარჯვებულების, ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლისა და გაერთიანებული გუნდისთვის შეძენილ იქნა სასცენო ფორმები, ფოლკლორული ანსამბლისთვის მუსიკალური ინსტრუმენტები, სამხატვრო განყოფილებისთვის კი საჭირო ინვენტარი, ასევე დაფინანსდა მოსწავლეთა მონაწილეობა არაერთ ფესტივალსა თუ კონკურსში.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდების სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კვალავაც განაგრძობს კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content