აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების თანამშრომლები სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ: სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია. სერგო მელია დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე.
2008 წლის აგვისტოს ომის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მსგავსი ინფორმაცია:

სოციალურ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს N1 სხდომა

სოციალურ განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმი N5

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

ბიუროს N8 სხდომა.

ბიუროს N8 სხდომა.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

საკრებულოს N12 სდომა.

ბიუროს სხდომა N10.

სოციალურ განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

საკრებულოს N5 სხდომა

სოციალური,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.




