საკრებულოს N5 სხდომა

5 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 5 დეკემბრის მორიგი N5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.

3. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 მარტის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

მომხსენებელი გიორგი ლომთაძე- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ .
მომხსენებელი გოჩა ქოიავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მანანა ჯღარკავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content