აბაშაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების თანამშრომლები სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ: სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია. სერგო მელია დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე.
2008 წლის აგვისტოს ომის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 

 

მსგავსი ინფორმაცია:
საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა

საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

გილოცავთ შობა-ახალ წელს

გილოცავთ შობა-ახალ წელს

აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის მუნიციპალური ფინალური ტურნირი გაიმართა

,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის მუნიციპალური ფინალური ტურნირი გაიმართა

9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი  „ქართული ლიგა“გაიმართება

აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი „ქართული ლიგა“გაიმართება

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

აბაშაში „მუსიკალური საღამო გაიმართა

აბაშაში „მუსიკალური საღამო" გაიმართა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

Skip to content