საკრებულოს N5 სხდომა.

31 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N5 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 მარტის N5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ.
მომხსენებელი გია მიგინეიშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირი- იურიდიული დახმარების სამსახურზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გიორგი ლომთაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი შალვა დარცმელიძე -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების ,ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ .
მომხსენებელი ნათელა იობაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების ,ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content