სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა.
,,დავით კაჭარავა მეორე მსოფლიო ომში შორეულ აღმოსავლეთში იბრძოდა. მან დღეს გაიხსენა ომის პერიოდი, უმძიმესი დღეები, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს მხნედ ყოფნა. აქვე ვულოცავ თითოეულ ვეტერანს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს. ამ ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მადლიერებით ვიხსენებთ მათ თავდადებას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრს, ომის ვეტერან დავით კაჭარავას, რომლის გმირობა და განვლილი გზა ყველასთვის მაგალითია“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ
დავით კაჭარავა 104 წლისაა. მას სამი შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ცენტრალური ხელისუფლებისგან 2000, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1500 ლარი მიიღო.






