აბაშაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელაიასთან და აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ზაურ თელიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
მოსწავლეებმა 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content