“ერთი ფოტოს ისტორია – შავჩოხოსნები”

     აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა: ,,ერთი ფოტოს ისტორია – შავჩოხოსნები“.
საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის, საკრებულოს, რესურცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე გაიხსენეს კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი, ოთხი ძმადნაფიცი, საქართველოს დამოუკიდებლობის მხურვალე დამცველები. ახალგაზრდებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, წერილებიდან, ისაუბრეს ოკუპაციის ტკივილიანი დღეებისა და ღირსეული მამულიშვილების შესახებ: „შვილების მიერ გაყიდული ქვეყანა ეთხოვებოდა თავისუფლებას. თუმცა მთლად ასეც არ იყო. ჩვენ ყოველთვის გვყავდა ღირსეული მამულიშვილები და ახლაც გამოჩნდა ახალგაზრდა პატრიოტთა ჯგუფი “შავჩოხოსნები”: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, ვახტანგ კოტეტიშვილი და პავლე ინგოროყვა. ისინი ქალაქში შავი ჩოხებით გამოვიდნენ, პატრიოტი ქართველები გლოვობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.“
ღონისძიებაში მონაწილეობდა „ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა გუნდი.
საღამო მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content