დანერგე მომავალი

 

     აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ აბაშის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის” ტექნიკური დახმარების ფარგლებში სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანია, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარებმა შეისწავლონ კენკროვანი კულტურების ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს.
ტრენინგს უძღვებოდა “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” მეხილეობის კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელენე მაღლაკელიძე.
სწავლების დასრულების შემდგომ ტრენინგის მონაწილეებს ტესტირება ჩაუტარდათ.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://arda.gov.ge/projects/read/plant_future/71:child ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: აბაშა. ტ. დარასელიას N1. მერიის ადმინისტრაციული შენობა; I სართული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის აბაშის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content