აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება.
სამუშაო შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გაიმართა.