აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

     აბაშის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასთან, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა შესძლებს კომფორტულ გარემოში, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ. აქვე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content