აბაშის მუნიციპალიტეტის მერი აბაშის ეროვნულ საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად აბაშის ეროვნული საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საცხენოსნო სპორტული კლუბის ხელმძღვანელთან, ტოჩი სიმონიასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
„აბაშაში ცხენოსნობის, როგორც სპორტის მძლავრ სახეობად ჩამოყალიბებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, საცხენოსნო კლუბის რიგი პრობლემების გადასაწყვეტად მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, ეს არის კულტურის შენარჩუნების საშუალება, ისტორიისა და ტრადიციების გაცოცხლება,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
აბაშის ეროვნული საცხენოსნო სპორტულ კლუბში სუფთა სისხლის 7 სპორტული ცხენია, კლუბი არაერთი საერთაშორისო და ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. კლუბის ბაზაზე მნიშვნელოვანი ტურნირები იმართება ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში, მისი მიზანი მხარის საცხენოსნო ტრადიციების პოპულარიზაციაა.
აბაშის ეროვნული საცხენოსნ

ო სპორტულ კლუბი საქართველოს ეროვნული ცხენოსნობის ფედერაციის წევრია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content