მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში

ბათუმში გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა-ფაზა 2-ის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომდგენლებთან, თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში“, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარებაში, შეფასების ინსტრუმენტები, მუნციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი და გამოწვევები, ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content