საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ავთანდილ ცხვიტაია, ამავე სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების უფროსი, ვლადიმერ ქორჩილავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი პირები ესწრებოდნენ.
მერმა, გიგა გაბელაიამ და სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
აღნიშნული პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად.
პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილებას.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად: https://bit.ly/3vurIeL

 

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content