აბაშის მუნიციპალიტეტის მერი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მოქმედ საფინანსო ბანკების, ქსელური აფთიაქების, მარკეტების, აგრარული ბაზრისა და სხვა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა განსახორციელებელ პროგრამებსა და მათ სპეციფიკაზე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ახალი ინიციატივების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საკითხებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს არსებული პრობლემები, შემუშავდა კონკრეტული სამომავლო სამუშაო გეგმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართოს, ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა, იყვნენ მეტად ჩართულები მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროექტში, დასაქმდეს მეტი ადამიანი. ეს არის სწორი ხედვა და სტრატეგია, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ პრობლემებს “,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content