მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად, მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების, გამოცხადებული ტენდერების, მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური და კულტურული ღონისძიებების, ახალი ინიციატივებისა და ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურად ჩართულობის საკითხებს, რადგან იმუნიზაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების საკითხზეც. მერის განცხადებით, წელს არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, აღნიშნული პროცესის ხელშეწყობა კი ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის.
შეხვედრაზე თითოეული სამსახურისთვის მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განისაზღვრა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content