აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გელა ხოშტარიას, მოადგილეებს: დავით გუნიას, ზეზვა მაკალათიას და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, როინ კაჭარავას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება და განსახორციელებელი პროექტები. ყურადღება გამახვილდა მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციასა და სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენ განვახორციელებთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, დავგეგმავთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროგრამებს. ერთად ბევრი კარგი საქმის განხორციელებას შევძლებთ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content