აბაშის მუნიციპალიტეტის მერი მდ. ფიჩორზე დაზიანებულ საავტომობილო ხიდზე იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, აბაშა-სუჯუნა-გულეიკარი-ჯაპანის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გულეიკარის ტერიტორიაზე, მდ. ფიჩორზე საავტომობილო ხიდი დაზიანებულია.
დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, კეთილარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბაქარ შელიასთან ერთად დაზიანებულ საავტომობილო ხიდზე იმყოფებოდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„ხიდი ძლიერ დაზიანებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული მოქალაქის გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
მდ. ფიჩორის საავტომობილო ხიდი აბაშის მუნიციპალიტეტს მთავარ ავტომაგისტრალთან, სამტრედიის მუნიციპალიტეტთან და გურიის რეგიონთან აკავშირებს.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content