ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
მედლები და სიმბოლური საჩუქრები, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს.
„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელი და მედალი გადაეცა სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ დარეჯან ცომაიას. დამსახურებული ჯილდო მას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაეცა.
„ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია, ვულოცავ ქალბატონ დარეჯანს ამ ჯილდოს, რომელსაც თაობების სიყვარულიც ახლავს თან.
საამაყოა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ბევრი განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა ყველაფერს გააკეთებს მუნიციპალიტეტის, რეგიონის, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია, პირადად გადმოგცეთ ოქროსა და ვერცხლის მედლები. თქვენთან ერთად ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, მშობლებს, თქვენი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა.
გისურვებთ, წარმატებით გაგევლოთ ეს ბედნიერი ხანა, მიიღეთ კვალიფიციური განათლება, გახდით თქვენ მიერ არჩეული პროფესიის საუკეთესო მსახურნი, ყველაზე დიდი ბედნიერება სამშობლოს წინაშე სამსახურია. თქვენი ენერგია, ინტელექტი სჭირდება ჩვენი ერის მომავალს. გისურვებთ წარმატებებს,“_გიგა გაბელაია.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content