ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ტარიელ მიქაძე წარადგინეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას მერის წარმომადგენელი, ტარიელ მიქაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება.
„სოფლისთვის აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება თუ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქოლობანში გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება გაზიფიცირება, რომელსაც
ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად შესაბამისად ვუპასუხებთ. ჩვენ შევძლებთ ამ სოფელს მეტი წარმატება და კეთილდღეობა მოვუტანოთ“,-გიგა გაბელაია.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, როინ კაჭარავა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ტარიელ მიქაძე დაიბადა 1988 წელს სოფელ ქოლობანში, დაამთავრა ამავე სოფლის საჯარო სკოლა. 2005-2010 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საავტომობილო გადაზიდვების ლოჯისტიკური სისტემებისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე. 2014-2017 წლებში მუშაობდა ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content