უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. უკრაინაში აბაშიდან არამალფუჭებადი საკვები, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და ტანსაცმელი იგზავნება.
პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად გაეცნო.
გარდა საჯარო მოხელეების, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობისა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილეობის მსურველებს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მოტანა შეუძლიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში.
მსურველებს ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 599 44 88 58; 599 85 47 12
აბაშის მსგავსად უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა ინიციატივას და მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ აქციაში.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content