6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აბაშის მუნიციპალიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო სპორტული აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპორტის სახეობები: ჭიდაობა, ველომარათონი, ჭადრაკი და მაგიდის ჩოგბურთი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია, მერიისა და ააიპ “აბაშის სპორტის განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები.
მერმა, სიმბოლურად ყველაზე პატარა მოჭადრაკესთან, ილია თოფურიასთან ბლიც-ტური ითამაშა.
პროექტში მონაწილე ყველა სპორტსმენს გადაეცა დიპლომი. სპორტულ აქტივობებში ჩართვა შესაძლებელი იყო ნებისმიერი მსურველისთვის.
სპორტის საერთაშორისო დღე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.
სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წელს გამოცხადდა და ყოველწლიურად აღინიშნება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content