ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ხელოვნების სკოლის დარბაზში, ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ღონისძიებას დაესწრო. მერმა მონაწილეებს, სტუმრებს სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ ყველა ქართველისათვის ძვირფას დღესასწაულს. ენას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. 1978 წლის 14 აპრილს, სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა ქართველი ხალხი, ამ დღეს ერის ერთიანობამ მსოფლიოს ანახა, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ქართული ენა. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და მომავალ თაობებს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა ეს უნიკალური საუნჯე. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს კალიგრაფიული ნამუშევრები, საკონფერენციო თემები, ესეები, წაიკითხეს ლექსები.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანის გრაფიკული ნამუშევარი წარმოადგინეს.
მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მერიის სამსახურების წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content