დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საცხენოსნო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ოზურგეთის, პანკისის, ახმეტისა და მარნეულის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დოღში, რომელიც 1600 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, აბაშელმა მხედარმა, საბა თელიამ მოიგო. საცხენოსნო იპოდრომის ყოფილი უფროსის, ჯემალ ქორჩილავას ხსოვნისადმი მიძღვნილ დოღში, რომელიც 2000 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, პანკისელმა მხედარმა, ხალილ ნაზაროვმა აიღო პირველი ადგილი, ასევე პანკისელმა მხედარმა მოიგო დოღი 1800 მეტრიან დისტანციაზე.
გამარჯვებული მხედრები და პრიზიორები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
მხედრებს ჯილდოები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, მერის მოადგილემ, გიგა ჯვარელიამ და საცხენოსნო იპოდრომის უფროსმა, თემურ გაბელაიამ გადასცეს.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

საცხენოსნო ტურნირი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და აბაშის საცხენოსნო კლუბის ორგანიზებით გაიმართა

.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content