აბაშის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ირაკლი კიზირიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 კმ-მდე გზას.
რკინა-ბეტონის საფარი უკვე დაიგო სოფ. ნორიოში, მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან (წყემი).
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content