აბაშის მუნიციპალიტეტში ,,ევროპის დღეები” ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ევროპის დღეები“ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მრავალფეროვანი პროგრამით საზეიმოდ დაიხურა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა და სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. წარმოდგენილ იქნა მუსიკალური კომპოზიციები, მოძრავი თამაშები. შესრულდა საქართველოსა და ევროპის ჰიმნები, მოეწყო ასფალტზე ხატვა.
,,ევროპის დღეების“ ფარგლებში ქორეოგრაფიული ჯგუფების მიერ საქართველოსა და ევროპის დროშებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა დასკვნითი კონცერტი, შესრულდა ქართული და უცხოური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებები, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content