დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტში.

🇬🇪აბაშის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
🇬🇪ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ,საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან გელა ხოშტარიასთან, საკრებულოს წევრებთან, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ყვავილებით შეამკო საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა მემორიალი.
🇬🇪ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი.შესრულდა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები.
🇬🇪დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში მოეწყო აბაშელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
🇬🇪17:10 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა დასკვნითი კონცერტი.
🇬🇪ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ჰარირა“, ანსამბლები ,,იმედი“ და ,,ანანური“ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ,,ჯარგვალი’ და ,,ბერეხა“,
ხელოვნების სკოლის კვინტეტი, საესტრადო მომღერლები.
გილოცავთ 26 მაისს
ეს დღე ჩვენია
#ევროპისკენ🇬🇪🇪🇺

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content