აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის ინფო-ტური მოეწყ

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის ინფო-ტური მოეწყო.
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, აბაშელ ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკოორდინაციო მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეები დაესწრნენ პრეზენტაციას აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მეთოდებზე. ადგილზე დაათვალიერეს ის ტექნიკა, რისი მეშვეობითაც ხორციელდება ეს დიდი და წარმატებული პროექტი.
მოსწავლეებმა გაიარეს ინსტრუქტაჟი სოფლის განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბიბლიოთეკის, elibrary.mepa.gov.ge-ზე რეგისტრაციის შესახებ და მათ უკვე შეეძლებათ ინტერესის სფეროს მიხედვით გაეცნონ და ჩამოტვირთონ შესაბამისი მასალა.
შეხვედრას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის აბაშის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ლაშა სიგუა.
პროექტის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე, მოხალისეთა სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც დაეხმარებიან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლასა და მოსახლეობის მოსავლის გადარჩენაში. ამასთან ერთად, მოეწყობა გასვლითი ტურები თხილის და მოცვის პლანტაციებში.

ინფო-ტური მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის ეტაპობრივად მოეწყობა

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content