აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მერის წარმომადგენელი, რამაზ ტყვაცირია წარადგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მერის წარმომადგენელი, რამაზ ტყვაცირია წარადგინა.
„არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაგრამ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად დავსახეთ სამოქმედო გეგმები. ყურადღება გავამახვილეთ სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერაზე, რაც უპირველესად აქ მცხოვრები ადამიანების ეკომონიკურ მდგომარეობაზე აისახება. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის მიერ ინიცირებული, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელშიც არაერთი ადგილობრივი ჩაერთო.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის, თითოეული სოფლის კიდევ უფრო განვითარებისათვის,“_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ფარგლებში, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ტყვირის საჯარო სკოლის გადახურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
მერმა მადლობა გადაუხადა ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ანდრო ქვილითაიას გაწეული საქმიანობისათვის.

რამაზ ტყვაცირია დაიბადა 1975 წლის 3 მარტს. დაამთავრა ტყვირის საჯარო სკოლა. 1992-1996 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესის აკადემიაში კომერციული საქმიანობის მენეჯერის სპეციალობაზე. მუშობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამსახურში. აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content