შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაცნობა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე, სოფიო ჩახაია, ცენტრის წარმომადგენლები, ნესტან ბეჭვაია, ილონა აბსანძე და ანჟელა ხუხუა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „მაკ ჯორჯია“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს- დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა საქართველოში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინფორმაციის, კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გადამისამართების სერვისის მიწოდება რეგიონებში. პროექტის ფარგლებში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი 2021 წლიდან ფუნქციონირებს.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის საქმიანობის/სერვისების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაცნობა, აბაშის მუნიციპალიტეტსა და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content