ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი

აბაშის მუნიციპალიტეტში ხვალ, 12 ივლისს, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ – აბაშის ტური გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ პოლონეთის, სომხეთის ლატვიის და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები. საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულია აბაშის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საზეიმო მსვლელობა.
18:00 საათზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ჩატარდება კონცერტი. ფესტივალის სტუმრებთან-პოლონეთის, ლატვიის და თურქეთის, სასომხეთის ფოლკლორულ ანსამბლებთან და ჯგუფებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ აბაშის ფოლკლორული ანსამბლები.
ფესტივალის მხარდამჭერები: მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და ხონის მუნიციპალიტეტების მერია.
ფესტივალი ჩატარდება:
11 ივლისი-მარტვილი, ფესტივალის გახსნა-18:00 სთ
12 ივლისი-აბაშა, საფესტივალო პროგრამა-18:00 სთ
13 ივლისი- ჩხოროწყუ- 18:00 სთ
14 ივლისი- ხონი- 18:00 სთ
15 ივლისი- მარტვილი- ფესტივალის გალა-კონცერტი-19:30 სთ.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content