აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 003 ლარით ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სკოლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ჯავა“.
მსგავსი ინფორმაცია:

დღეს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

„ქართული ლიგის“ სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მერიის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აბაშა-მარტვილის გზის 15-კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ოკუპაციის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა



