მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე, დაინტერესებულ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე მიეწოდათ ინფორმაცია.
საკონსულტაციო შეხვედრის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content