რა კეთდება აბაშელებისთვის 2013-2020 წლები

✅ ინფრასტრუქტურა
🔹 დაიგო 114 კმ გზა;
🔹 აშენდა ერთი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე ხიდ-ბოგირს;
🔹 5 ობიექტზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები;
🔹 ქალაქ აბაშაში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი, მიმდინარეობს ახალი წყალსადენი მაგისტრალის მშენებლობა;
🔹 შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ოფისი;
🔹 რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადს;
🔹 რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს;
🔹 ქ. აბაშაში და 35 სოფელში მოეწყო გარე განათება;
🔹 აშენდა 122 776 გრძივი მეტრი გაზსადენი; 2 947 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
🔹 გაიხსნა აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი

✅ სოფლის მეურნეობა
🔹 სახელმწიფოს მხარდაჭერით აბაშაში გაფართოვდა 11 აგროსაწარმო;
🔹 პროექტით – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა 356-მა პირმა;
🔹 სახელმწიფოს მხარდაჭერით 109 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
🔹 ფუნქციონირებს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
🔹 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 540 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 386-მა პირმა;
🔹 დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 11 პროექტი;
🔹 „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა 6-მა პირმა;
🔹 პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში ჩატარდა 19 ტრენინგი, კონსულტაცია გაეწია 950-მდე ფერმერს;
🔹 აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი.
🔹 აზიური ფაროსანის წინააღმდეგ აბაშის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც მიმდინარე წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.

✅ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
🔹 მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით:
• მხარი დაეჭირა 40 პროექტს;
• ბენეფიციარი – 56 მოქალაქე;
• ინვესტიცია – 343 ათას ლარზე მეტი.

✅ დევნილთა მხარდაჭერა
🔹 აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 80 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

✅ ჯანდაცვა
🔹 2019 წელს აბაშის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა ახალი ადმინისტრაციული შენობა;
🔹 ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
🔹 აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნში, კეთილარში, ონტოფოში, გეზათში, ტყვირში, ნაესაკოვოში, ნორიოში, სამიქაოში,ზანათში, მარანსა და ეწერში აშენდა და რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორიები;
🔹 ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა;
🔹 გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

✅ განათლება
🔹 უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 23 სკოლის 2000-მდე მოსწავლე;
🔹 სკოლის მოსწავლეებს ურიგდებათ უფასო სახელმძღვანელოები;
🔹 განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 45 პროექტი;
🔹 სოფელ მაცხოვრისკარში შენდება ახალი საჯარო სკოლა;
აშენდა 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საბავშვო ბაღს;
🔹 განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი;
🔹 შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა.

✅ კულტურა, ტურიზმი და ისტორიული ობიექტები
🔹 2020-2021 წლებში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია;
🔹 სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკს;
🔹 აშენდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;
2020-2021 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში აშენდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content