საკადასტრო რუკის საჯარო გაცნობა

აბაშის მუნიციპალიტეტის ქ. აბაშაში, მარნისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში
N1 დანართში მითითებულ სარეგისტრაციო ბლოკებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების შედეგად შედგენილი მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მქონე საკადასტრო რუკის საჯარო გაცნობა

2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განისაზღვრა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა სისტემური წესით დარეგისტრირდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები შეიქმნება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“.

საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798 ბრძანება, რომლითაც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი, ხოლო სისტემური რეგისტრაციის ვადად 2022-2024 წლები განისაზღვრა.

სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების გრაფიკი დამტკიცებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 22 თებერვლის № 329/ს ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში საჯარო რეესტრის თავმჯდომარის № 2915/ს ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და დადგინდა საველე სამუშაოების დაწყების და დასრულების ახალი გრაფიკი.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის (ზონა 40) ქ. აბაშაში (სექტორი 01), მარნისა (სექტორი 05) პ/მაისის (სექტორი 09) ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა N1 დანართში მითითებულ სარეგისტრაციო ბლოკებში საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკების საჯაროდ გაცნობისთვის გამოქვეყნება, მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მოსარგებლეთა მონაცემების და აგეგმილი ნაკვეთის რეგისტრაციისთვის სავარაუდო ინფორმაციის/გარემოებების მითითებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.

სარეგისტრაციო ბლოკებში მდებარე მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერისა და მონაცემების დამუშავების შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემები, სარეგისტრაციო ბლოკების გეგმები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ნუსხისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღის მითითებით, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge.
danarti1

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content