ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ვენახების ეროვნულ საკადასტრო სისტემასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, დაინტერესებულ პირები.
შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოში მაღალხარისხოვანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების წარმოების განვითარების პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ.
ამ პროგრამებიდან ერთ-ერთია ვენახების კადასტრის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს ვენახების ეროვნული საკადასტრო სისტემის აგება, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნა და მისი საშუალებით ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტების მონიტორინგი. ამავდროულად, ვენახების კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ვენახების შესახებ მუდმივ განახლებადი ინფორმაციის შეკრებას დარგის წარმატებული დაგეგმვისა და მართვისათვის; ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას და მის კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე; უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და მის გამჭვირვალედ ჩატარებას; ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობის გაუმჯობესებას.
პროგრამის განხორციელება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს: ადგილმდებარეობის რუკების (ე.წ. ორთოფოტოები) მომზადებას, მათზე ვენახების იდენტიფიკაციას და პოლიგონების მოხაზვას, ძირითადი ინფორმაციის შეკრებას ვენახებისა და მევენახეების შესახებ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content