კონსტანტინეობა 2023

დღეს ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას.
დღესვე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან ,,მთვარის მოტაცება“.
შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წაკითხულ იქნა კონსტანტინე გამსახურდიასი და მისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა გუნდი, ქალთა კვარტეტი, ქორეოგრაფიული ჯგუფები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content