კონსტანტინეობა 2023

დღეს ქართველი მწერლის,საზოგადო მოღვაწის,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის,კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს ეროვნულ გმირთა,ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოდგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან ,,მთვარის მოტაცება“.
შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წაკითხულ იქნა კონსტანტინე გამსახურდიასა და მისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“მომღერალ ვაჟთა გუნდი, ქალთა კვარტეტი, ქორეოგრაფიული ჯგუფები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content