გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28, თავისუფლების ქ. N141 და კილასონიას ქ. N2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იხურება.
სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს შეადგენს.
11-14 იანვარს ძლიერი შტორმული ქარის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაცია გაიცა 857 ოჯახზე, ხოლო მერიის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან, ფულადი კომპენსაცია გაიცა სოციალურად დაუცველ კერძო სახლების მესაკუთრეებზე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content