თბილისში, 12, 13 და 14 მაისს, სპორტკომპლექს არენა 2-ში გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი თამაშები.
ჩემპიონატში 5 აბაშელი სპორტსმენი მონაწილეობდა. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ახალგაზრდებმა.
ნინი ლიპარტიამ (U17) გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა წყვილთა შორის თბილისელ ანასტასია ჩხარტიშვილთან (U17-U19).
ნინი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
გიორგი ლიპარტიამ (U19) პირად ერთეულში დაიკავა მეორე ადგილი და ვიცე ჩემპიონის ტიტული მიიღო, ხოლო წყვილთა თანრიგში თბილისელ გიორგი გოდერძიშვილთან კი პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია.
აბაშელი სპორტსმენები 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ნინი და გიორგი ლიპარტიები ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმში 18-24 სექტემბერს გაიმართება.
წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს!
მსგავსი ინფორმაცია:

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ახალგაზრდული დღეები აბაშა-2023 წელი

ვაკანსია

გილოცავთ შობა-ახალ წელს

აბაშის მუნიციპალიტეტში 120-კმ გზაზე გარე განათების ქსელი მოეწყობა.

საკრებულოს N6 რიგგარეშე სხდომა.

გულეიკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გილოცავთ სკოლის დასრულებას!

მოქალაქეთა მიღება გაიმართა

19 დეკემბერს საჯარო მოხელის დღე აღინიშნება

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა





