ბიუროს N2 სხდომა

29 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N2 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგზე“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content