14 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N2 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა .
6.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია






