საკრებულოს N3 სხდომა

27 თებერვალს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N3 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის მორიგი N3 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის,სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების,უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გელა ზაქარაია.
3. აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კაჭარავა.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა თელია.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.

10. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის მთავარი ბუღალტერი ქეთევან კაჭარავა.
11. ა(ა)იპ აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელია (ა)იპ აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი დარეჯან ელიაძე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content