აბაშის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა კვიტაშვილმა, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ თელიამ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის ობელისკი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს, მათი თავდადება, გმირობა, ერთგულება დასაფასებელია, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, თაობები სამარადისოდ შეინახავენ მათ სახელებს, ქედს ვიხრი ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე,“-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორ ვეტერანს დავით კაჭარავას და გერონტი გოგავას 500-500 ლარი გადაეცათ.

მსგავსი ინფორმაცია:
გილოცავთ 26 მაისს

გილოცავთ 26 მაისს

2022 წლის საპროექტო წინადადებები

2022 წლის საპროექტო წინადადებები

აბაშის მუნიციპალიტეტში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლა

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აბაშაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!

ეროვნული სამოსის დღე

ეროვნული სამოსის დღე

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საახალწლო დღეები იწყება

საახალწლო დღეები იწყება

Skip to content