აბაშის მუნიციპალიტეტში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
21 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს აბაშის მუნიციპალიტეტშიც.
საქართველომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი ვაქცინის (Vaxigrip) 200 000 დოზა შეიძინა. ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორისაა.
გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი იმ პირებისთვის, რომლებსაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების მაღალი რისკი აქვთ. მათ შორის არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები; ორსულები; 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები; ქრონიკული დაავადებების მქონე პირები; ონკოლოგიური პაციენტები; სამედიცინო პერსონალი; ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
აბაშის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს:
თავისუფლების ქუჩა N13 – სს „საქართველოს კლინიკები“ – აბაშის კლინიკა;
ჩიქოვანის ქუჩა N15 – შპს „შანი“ – ნანა შენგელიას სახელობის სამედიცინო ცენტრი;
ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიას.
ვაქცინაციის მისაღებად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ა...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ა...

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მოეწყო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მოეწყო

მერიაში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მერიაში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მო...

აბაშის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მო...

საპროექტო წინადადებების ფორმა

საპროექტო წინადადებების ფორმა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშა 2025 წლის მოლოდინში

აბაშა 2025 წლის მოლოდინში

გილოცავთ დედის დღეს

გილოცავთ დედის დღეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

ხვალიდან პენსია იზრდება

ხვალიდან პენსია იზრდება

ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის

Skip to content