23 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N7 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის მორიგი N7 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კაჭარავა.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა თელია.
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.






