4 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N7 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 მარტის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .
საკითხის მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ .
საკითხის მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკითხის მომხსენებელი სოციალურ , განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
საკითხის მომხსენებელი იასონ კიზირია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.





