საკრებულოს N6 სხდომა.

15 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N6 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 დეკემბრის მორიგი N6 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.

2. „აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კაჭარავა.

3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,აბაშის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 222 430 590) ლიკვიდაციის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2025 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსი გიორგი ლომთაძე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content