საკრებულოს N5 სხდომა

15 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N5 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები.
1. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი შალვა დარცმელიძე -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წელს განხორციელებული გამარტივებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ნათელა იობაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გიორგი თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ
მომხსენებელი მამუკა თელია-აბაშის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content