აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აბაშობა -2026“ საზეიმოდ აღინიშნა.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა „საპატიო აბაშელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საშემოდგომო პერფორმანსი, ანიმატორების შოუ და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფოტოგამოფენა, აბაშელ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული, აბაშის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ფოტოასლები.
გაიმართა ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლების მონაწილეობით.
თითოეული სოფელი სტუმრებს მრავალფეროვანი საშემოდგომო ნობათით, ტრადიციული მეგრული კერძებითა და საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაუმასპინძლდა. ადგილზე ტარდებოდა მეგრული კერძების მასტერკლასები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მეგრული სამზარეულოს ტრადიციებსა და კულინარიულ თავისებურებებს.
სახალხო დღესასწაულს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
„აბაშობა-2026“, ჯგუფი ,,ურსას” გალა -კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
მსგავსი ინფორმაცია:

საკრებულოს N9 სხდომა

სოციალურ განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

ბიუროს რიგგარეშე N13 სხდომა.

სოციალურ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

პირველი სხდომის გაგრძელება.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

საკრებულოს N3 სხდომის შესახებ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

სოციალური განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს N11 სხდომა.

საკრებულოს N3 რიგგარეშე სხდომა











